ირაკლი კობახიძე – ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, დოლარში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიაღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართოვდება შესაბამისი პაკეტები”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს