ირაკლი კობახიძე - ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
მისი თქმით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა. გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




