ირაკლი კობახიძე - ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

ავტორი
Frontnews საქართველო
ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
"ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით იყო ხელფასების გაცემის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემები. ამით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




