Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის და ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას

პოლიტიკა
328
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის და ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს.

“მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზღვაო დარგის პროფესიონალებს ვმასპინძლობთ.

საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს ჩვენ ვართ შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, შესაბამისი ინვესტიციებისა და ეფექტიანობის ზრდის შემთხვევაში, 2030 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთნაკადები შესაძლოა გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო - განახევრდეს.

ჩვენ ამ შესაძლებლობის ასათვისებლად გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. 2032 წლამდე ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.

ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დავიწყეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება - მხოლოდ მიმდინარე წელს, რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებისთვის, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უკვე დასრულებულია აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 75%-ის მშენებლობა”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები