Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა სწორედ დემოკრატიის განვითარებაა

პოლიტიკა
420
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა სწორედ დემოკრატიის განვითარებაა

წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე, სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა კი დემოკრატიის განვითარებაა.

"ციხეებში ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი მოვლენები, 2008 წელს მათ მიერ დაწყებული ომი და მრავალი სხვა მძიმე ქმედება - ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების მმართველობას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე. სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებობდა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა კი სწორედ დემოკრატიის განვითარებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები