ირაკლი კობახიძე – ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ასევე 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები.
“ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის დადასტურებული მონაცემები. ასევე სოციალური პაკეტები გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ. ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




