Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები

პოლიტიკა
151
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კომუნიკაციის არხი, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები

დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ აქვს კონკრეტული ბარიერი, ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

"ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ​ეს ჩვენი საქმეა, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები