ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული


ავტორი
Front News საქართველო
თებერვლიდან დაწყებული, როდესაც დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა როგორც მინისტრების, ასევე მინისტრის მოადგილეების და უფრო დაბალ დონეზე, რაც, მათ შორის ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ ვიღაცის დაჭერა არ არის.
"თებერვლიდან დაწყებული, როდესაც დავიკავე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა, უამრავი საკადრო ცვლილება განხორციელდა მოწყვლად სფეროებში. იყო ბევრი ცვლილება, როგორც მინისტრების, ასევე მინისტრის მოადგილეების და უფრო დაბალ დონეზე. სხვადასხვა დონეზე იყო საკადრო ცვლილებები, რაც, მათ შორის, ემსახურებოდა კორუფციის რისკების დაზღვევას. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, უკვე 8 თებერვლიდან, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, ყველა სამართლებრივი აქტი არის სრულიად ღია და საჯარო. ესეც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამზღვევი ზომა, რომელიც იქნა მიღებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. ესეც იყო ანტიკორუფციული ზომა. ასევე, 700 მილიონის წლიური დანაზოგი გვაქვს მარტო სახელმწიფო საწარმოებში, რკინიგზა, ენერგეტიკა და სხვა, არა მარტო კადრების ოპტიმიზაციით, არამედ ხარჯების ოპტიმიზაცია განხორციელდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მთავრობა მიჰყვება იმ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2 წლის წინ გააკეთა.
"ყველა მიმართულებით, არა მარტო ვებრძვით კორუფციას, არამედ პრევენციულ ზომებს ვიღებთ. მათ შორის, საკადრო და ყველა მიმართულებით ვიღებთ ზომებს, რომ არა მხოლოდ წარსულში ჩადენილ შესაძლო ქმედებებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ არ მოხდეს კორუფციული დანაშაული. ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული და მომავალშიც მოხარული ვიქნებით, თუ მივიღებთ რჩევებს ამ მიმართულებით. არა მხოლოდ წარსულ დანაშაულებს ვეძიებით, არამედ, პირველ რიგში, დღეს და ხვალ უზრუნველვყოფთ იმას, რომ კორუფცია არ არის სამთავრობო სტრუქტურებში, სამთავრობო სისტემაში. ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა, კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, კონკრეტული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, არა მარტო სახელმწიფო საწარმოებში, არამედ უშუალოდ სამინისტროების სისტემაში. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ჩვენი მიზნის მიღწევას. მიზანი არის ძალიან ამბიციური, ეს არ არის იოლი მიზანი, ამბიციური მიზანია, ევროპის სამეულში გვინდა დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის დაპირება, რასაც გუნდი ვაძლევთ ქართულ საზოგადოებას და ბოლომდე მივყვებით ამ დაპირების შესრულებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს