Logo

ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი, განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები

პოლიტიკა
617
Frontnews
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი, განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები

COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

"COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით“, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები