
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება.
ირაკლი კობახიძემ მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია, არგუმენტები და მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე.
“ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს და როგორც საზოგადოებრივი, ასევე მედპერსონალის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
რესპუბლიკური საავადმყოფო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს