
ავტორი
Front News საქართველო
დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - "აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია.
"დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს