ირაკლი კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი

ავტორი
Frontnews საქართველო
არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა გაემართლებინათ.
"არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი. რაც შეეხება ამ ადამიანის პიროვნების წარმოჩენას, მე როგორც ვხვდები, ეს მოჰყვა მისი ოჯახის წევრის განცხადებას. როდესაც მან პოლიციელს ესროლა არაერთი ტყვია და დაჭრა პოლიციელი, ამის გამართლებას ცდილობდა მისი ოჯახის წევრი და ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




