ირაკლი კობახიძე - დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი, რაიმე სიურპრიზი

ავტორი
Frontnews საქართველო
ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.
"განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




