ირაკლი კობახიძე - დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ


ავტორი
Front News საქართველო
უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის გვაქვს ყველანაირი რესურსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროტესტს აფინანსებენ უცხოური სპეცსამსახურები და ყველას კარგად ახსოვს, თუ რა ბედი ეწია უკრაინას უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული „მაიდნის“ შემდეგ, რასაც საქართველოში ხელისუფლება არ დაუშვებს.
"ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის - დღეს, უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ უკრაინამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს საქართველოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარე ჩარევის ფაქტი", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს