ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი“ ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს


ავტორი
Front News საქართველო
გარდა ტაკერ კარლსონისა, ასეთი განცხადება გააკეთა უშუალოდ დონალდ ტრამპმა, მან პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი“ ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარლსონის განცხადებას შეეხებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „პროქსი ომის“ წარმოებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი.
“ეს არის რეალობა, რაც ყველამ ისედაც კარგად იცოდა, ხელის გულზე დევს ყველაფერი. ამიტომაც არის დამატებით მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ბუნებრივია, რუსეთისა და დასავლეთის ომს ვერ ეყოლება გამარჯვებული. ორივე მხარეს არის ბირთვული ძალა, შესაბამისად, გამარჯვებული ვერ ეყოლება ამ ომს და უნდა დასრულდეს ომი, რომ მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეების ძალისხმევა მაქსიმალურად იქნება მიმართული უკრაინაში ომის დასრულებისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ალადაშვილი – ტრამპის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე შეაჩეროს

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე – არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება