ირაკლი კობახიძე - ემბარგოს საკითხზე მუშაობა გრძელდება, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება გადაწყვეტილების შემოტრიალება

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას რუსეთის მიერ ზოგიერთ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების საკითხზე მუშაობას აგრძელებს.
კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხერხდება.
"ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთმა ზოგიერთი სახეობის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, ასევე "კოკა-კოლას“ იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




