Logo

ირაკლი კობახიძე - EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს

პოლიტიკა
367
Frontnews
ირაკლი კობახიძე - EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს

EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა  ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.

მისი თქმით, EPC-ს სამიტი არის კარგი ფორმატი კოლეგებთან საუბრისთვის და ქართული მხარე ამ ფორმატს მაქსიმალურად იყენებს.

"დავესწარით პლენარულ სესიას, სადაც განიხილებოდა სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ევროპის უსაფრთხოებასთან, სხვადასხვა გამოწვევებთან, ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვევები, ევროპაში არსებული გამოწვევები. საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, ასევე, გავსაუბრებოდი სხვადასხვა  ლიდერს. მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ. არის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საუბრის საშუალება და ამ ფორმატს მაქსიმალურად ვიყენებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები