Logo

ირაკლი კობახიძე - ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი

პოლიტიკა
322
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი

ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.

"ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი. საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს, რათა ხელშესახები პროგრესი მივიღოთ ვაჭრობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით”, - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები