Logo

ირაკლი კობახიძე – ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ავთენტურია თუ არა

პოლიტიკა
404
Frontnews image description

ერთი რომ აუდიოჩანაწერი არის სისულელე, მეორე კაცმა არ იცის ეს ავთენტურია თუ არა. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენი არავითარი ფორმით არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

“ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო. წყარო ვერ იქნებოდა ბუნებრივია ქართული მხარე. საინტერესოა ხომ არ იყო „ტვ პირველისთვის“ წყარო რუსული მხარე. საქმე ეხება ერთ რუს ბიზნესმენს, ის არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე უნდა გავიხსენოთ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, სწორედ ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენია. როდესაც ასეთ დროს მათ პირად საუბარს (მათი მტკიცებით) აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებსა და სტანდარტებზე. ღიმილისმომგვრელთან ერთად ეს არის მე ვიტყოდი ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ. 

 

ინტერნეტში კიბერკამარას სახელით ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. აუდიო  ჩანაწერი 2022 წლის 18 თებერვლით თარიღდება.

 

ივანიშვილს  პუტინის მეგობარი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს,  საქართველოში ჩამოსვლას პირდება და გვერდით დგომას პირდება. “გქონდეს ჩემი იმედი, იცოდე რომ გყავარ”,-  ეუბნება  ივანიშვილს რუსი ოლიგარქი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები