ირაკლი კობახიძე - ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
"კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან იგნასიო კასისთან.
ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




