Logo

ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პოლიტიკა
616
Frontnews
ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერევანში გაიმართება.  

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. 

ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები