Logo

ირაკლი კობახიძე - განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები

პოლიტიკა
35
Frontnews
ირაკლი კობახიძე - განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები

დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან დაკავშირებით.

"დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ცვალებადი გარემო და არსებული გამოწვევები. ყურადღება გავამახვილე საქართველოს ძალისხმევაზე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, ასევე დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს პრემიერი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები