ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას

ავტორი
Frontnews საქართველო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




