Logo

ირაკლი კობახიძე - გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც

პოლიტიკა
144
Frontnews
ირაკლი კობახიძე - გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც

გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს  ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც, რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მისი თქმით, ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც.

"ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არანაირ არაფორმალურ ფორმატში არ მონაწილეობს. ის მონაწილეობს ფორმალურ ფორმატში, რაც არის განსაზღვრული ჩვენი მხრიდან. ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, თქვენ იცით, რომ ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება ამ ბარიერის გათვალისწინებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ვმოქმედებთ ბუნებრივი მოცემულობის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები