ირაკლი კობახიძე – გლობალური პარტნიორობის განმტკიცება საქართველოსთვის კვლავ უმთავრესი პრიორიტეტია

ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის პატივი იყო გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა და თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მათთან ნაყოფიერი საუბარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “X”-ში წერს.
“ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას და მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მოუთმენლად ველით მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




