ირაკლი კობახიძე – გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას


ავტორი
Front News საქართველო
გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, ეს კანონი, შესაბამისად, უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით.
“საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტებისა და “ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს