Logo

ირაკლი კობახიძე - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

პოლიტიკა
53
Frontnews
ირაკლი კობახიძე - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში 9 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს მოხდა. ქარხანაში ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა გაზსადენი, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები