
ავტორი
Front News საქართველო
გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, და ზოგადად – ქალთა ინტერესების რეალიზებას და ქალთა უფლებების დაცვას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მორიგი შეხვედრა გვქონდა დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩვენი პარტიის ქალ წევრებთან. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. ეს ორგანიზაცია დაფუძნდება უახლოეს მომავალში – დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდება დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია და შემდეგ რეგიონული კონფერენციები. ამის შემდეგ ეს ორგანიზაცია გადავა აქტიურ ქმედებებზე. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, და ზოგადად – ქალთა ინტერესების რეალიზებას და ქალთა უფლებების დაცვას – ეს იქნება ორგანიზაციის მთავარი ამოცანა”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს