Logo

ირაკლი კობახიძე - იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ

პოლიტიკა
346
Frontnews
ირაკლი კობახიძე - იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ

ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვითარების გამოსწორებისთვის მიღებულ იქნა,  მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებები.

"იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. „ესიდა“ შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 

გარკვეული დრო დასჭირდა ვითარების გადახედვას, თუმცა ახლა მთელი ენერგიით და დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენებლობა, რეაბილიტაცია. ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები