Logo

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
617
Frontnews
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები