Logo

ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
522
Frontnews
ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკოსთან პარტნიორობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვის საქმეში.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები