ირაკლი კობახიძე – კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო

ავტორი
Front News საქართველო
კახა კალაძე თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
“პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით, რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




