Logo

ირაკლი კობახიძე - ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს, ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე

პოლიტიკა
325
Frontnews image description

ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მისი თქმით, სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი.

"ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას“ რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხვეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement