ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო ერთგულია გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ.
“მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული ძალის გამოყენებით“ მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის.
კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ”, - წერს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




