ირაკლი კობახიძე - კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები

ავტორი
Frontnews საქართველო
კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ხელისუფლების სახელით ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბლინში განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ხელისუფლების სახელით და ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს.
"იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო მაშინ ხელისუფლებაში. ამ პარტიამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების სახელით მაშინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები და გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯები. იგივე, 2008 წელს, ომთან მიმართებაში. როდესაც ხდებოდა ადამიანების წამება, ესეც ხდებოდა ფორმალურად, ხელისუფლების სახელით, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე იყო კონკრეტული რეჟიმი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მაშინ განასახიერებდა ამ რეჟიმს, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის არა მარტო უპასუხისმგებლობის, არამედ არაკომპეტენტურობის გამოვლინება. მათ არ აქვთ რესურსი, რომ დაიცვან საკუთარი თავი, იმიტომ, რომ არ აქვთ ობიექტურად არგუმენტები. ასეთ პირობებში, უწევთ ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც აცდენილია სიმართლეს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




