ირაკლი კობახიძე - მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე

ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს ჰქონდა არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც პოლიტიკური მოტივი, მამუკა ხაზარაძეს არ უნდოდა გაემხილა, რომ მას ჰქონდა მიქირავებული საკუთარი სახლი გერმანიის ელჩზე, რაც პოლიტიკურად და დიპლომატიური კუთხით არის სრულიად არაკორექტული ნაბიჯი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან.
"სამწუხაროდ, ასეთი რაღაც მოხდა. კარგი იქნებოდა ასეთ ფაქტზე ქმედითი რეაგირება გერმანიის მხრიდან, თუმცა მაინცდამაინც ქმედითი ეს რეაგირება არ იყო. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვხედავთ არაეთიკურ ქმედებებს კონკრეტული დიპლომატების მხრიდან, რაც მეტყველებს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


