
ავტორი
Front News საქართველო
როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს, მგონი, სჯობს, თავად გადასხდნენ სხვა ადგილას, თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს არის ზუსტად „იმერული ესკიზები“. ზოგადად, შეიძლება, არ იყოს კარგი, რომ პარლამენტში ასეთი ინციდენტებია, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატი შემოდის, ძალიან მძიმე რეპუტაციის მქონე, რომელიც სხვა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, ეს მიუღებელია. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს. არ მინდა და არ განვმარტავ. არ განვმარტავ, რადგან ეს მძიმე თემაა, სენსიტიური.
ვთქვი, რომ ძალადობას ვამართლებ? როცა მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ ხავერდოვანი დამოკიდებულება ვერ ექნებათ და ჩემთვის ესაა გასაგები. ზოგადად, პარლამენტებში ინციდენტები თავიდან უნდა ავიცილოთ. დეპუტატს ვერავინ ვერსად გადასვამს – თუ უნდა, ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და კუთხეში დადგეს. მას პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში ყოფნა ეკუთვნის, რადგან აქვს მძიმე რეპუტაცია და კოლეგებს მოღალატეები უწოდა.
როცა ტარიელ ნაკაიძე კოლეგებს მოღალატეს უწოდებს, საკუთარ სინდისს მიხედოს. მგონი, სჯობს, თავად გადასხდნენ სხვა ადგილას. თუ ვინმეს მორალური პრობლემები აქვს, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ ახლოს ჯდომა არ სიამოვნებთ “ხალხის ძალის“ წარმომადგებლებთან, სხვაგან გადასხდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს