Logo

ირაკლი კობახიძე  - "მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ

პოლიტიკა
21.05.2025 / 12:15
246
Frontnews image description

"მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს.

"ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ“, -  განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მის ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც  ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.

Advertisement