Logo

ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
46
Frontnews
ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. 2023 წლიდან ეკავა მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. იყო  კონსული ისრაელის სახელმწიფოში, კანადასა და  იტალიაში. ასევე, სხვადასხვა დროს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში იკავებდა სამმართველოს უფროსის პოზიციას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები