
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას, უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა.
“ჩვენ მოვისმინეთ კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ერთი რამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს აქვს შესაწყვეტი ამ პარლამენტში უფლებამოსილება, არის ზუსტად ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, გული შესტკივა თავის ქვეყანაზე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, ხართ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს, ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თითოეული თქვენი ნაბიჯი არის ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ სალომე სამადაშვილს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევა მოითხოვა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს