ირაკლი კობახიძე - მსგავსი კატეგორიული განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე გაიმართოს დისკუსია

ავტორი
Frontnews საქართველო
2024 წლის ივნისში სწორედ ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სრული სიცრუეა და მსგავსი კატეგორიული განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე გაიმართოს დისკუსია.
"გამჭვირვალობის კანონის“ მოქმედების შეჩერება გამოსავალი არ არის, რადგან მე, როგორც იურისტს, და თუნდაც იურისტი არ ვიყო, ვერ წარმომიდგენია გონივრულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა არასწორია. ეს აბსურდია. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, ეს სრული სიცრუეა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია გაიმართოს. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




