ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

ავტორი
Frontnews საქართველო
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით, ამ მიზნის მიღწევა საბოლოოდ შესაძლებელი იქნება.
"არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ ღირსეული საცხოვრებელი მიიღოთ საკუთარ მშობლიურ კუთხეში და ეს დარჩება ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავად. მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება. მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




