
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში ქართველი მოხალისეების გადაყვანა, ეს იქნებოდა ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში.
როგორც კობახიძემ “რუსთავი 2“-ში აღნიშნა, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავეს ისეთმა ქვეყნებმაც კი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი.
“როდესაც მთავრობის ნებართვით, ანუ უშუალო ჩართულობით ხდება ბორტის უზრუნველყოფა, რომლითაც გადადიან მოხალისეები სხვა საომარ ქვეყანაში მყოფ ქვეყანაში, ასეთი რამ ნიშნავს, ქვეყნის ჩართულობას სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამიტომ გააკეთა იგივე დუდამ, ჯონსონმა განცხადებები, რომ არ შეუწყობდნენ ხელს მოხალისეების გადასვლას უკრაინაში, მათ ამით აარიდეს საფრთხე საკუთარ ქვეყანას და ნატოს. პირდაპირ იყო ამაზე მინიშნება როდესაც ბორის ჯონსონი საუბრობდა, თქვა რომ ამის გაკეთებით სამხედრო საფრთხე აარიდა არა მარტო დიდ ბრიტანეთს, არამედ ნატოს.
აქ დავსვათ მარტივი კითხვა – გამოვიდნენ მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და თქვან, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს უშუალო მონაწილეობას სამხედრო კონფლიქტში, ასევე სანქციებთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია, თქვან, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები და მიიღოს თუ არა საქართველოს მოსახლეობამ მძიმე ეკონომიკური დარტყმა. თუ ეთანხმებიან დააფიქსირონ პოზიცია და მერე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს