Logo

ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას

პოლიტიკა
154
Frontnews image description

ოპოზიცია 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუშეთში განუცხადა.

რაც შეეხება აქციას, მისი თქმით, პროცესები ძალიან მშვიდად წარიმართება.

"რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. წინა შემთხვევაში იყო განსხვავებული ვითარება, მათ ერთ მუნიციპალიტეტში მოახერხეს არჩევნების მოგება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა, ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement