ირაკლი კობახიძე პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიემ უნგრეთის პრემიერს საიუბილეო თარიღი მიულოცა და უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
პიტერ მადიარმა ოფიციალური მიღების სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




