
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, დანარჩენი ტექნიკური საკითხია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი აქ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, ძალადობრივი მუხტის შესაქმნელად, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება, უკავშირდებოდეს.
მოვუწოდებთ პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს