ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
“ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

ირაკლი კობახიძე – განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე – უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობების შესახებ