Logo

ირაკლი კობახიძე - 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში

პოლიტიკა
213
Frontnews
ირაკლი კობახიძე - 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში

ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. 

მისი თქმით, 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში. 

"რაც შეეხება ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას თუ დაცემას - რას ეყრდნობით? ყველა კვლევის თანახმად, აიღეთ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მაღალი. არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, გვარამიას და ამდაგვარ კვლევებზე. 50%-ზე მაღალია ნდობა მთავრობის მიმართ, რაც დადასტურდა არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებში ავიღეთ 1 120 000 ხმა, შემდეგ ამდენივე ხმა ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში,  რაც ელექტრონულად იქნა დათვლილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები