ირაკლი კობახიძე – ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა


ავტორი
Front News საქართველო
1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა, – ამის შესახებ რემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკზე წერს.
მისი თქმით, ქართული ენა ქართველი ერის თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა.
“1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია.
საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა.
ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც “კაცი უნდა ექომაგებოდეს”. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა.
ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა”, – წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს