
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეხვედრებისას საუბარი შეეხო ყველა მიმდინარე თემას.
“ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც – მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს